სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ლიტერატურული პერფორმანსი-ალექსანდრე გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე
ლიტერატურული პერფორმანსი-ალექსანდრე გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე
2020 წლის 28 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, კერძო სკოლა „ნიკეს“ X, XI, XII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, გაიმართა ლიტერატურული პერფორმანსი „ალექსანდრე გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე“.
ჭავჭავაძეთა სალონური საღამო ... რომანტიზმი და რომანტიკული სიყვარული. თვალწარმტაცი ნინო და მასზე თავდავიწყებით შეყვარებული ალექსანდრე გრიბოედოვი ...
სკოლა „ნიკეს“ მოსწავლეებმა, საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზს სალონური ელფერი შესძინეს...
ჩოხოსანი, მუნდიროსანი, კდემამოსილი, გრაციოზული იმ ეპოქის პერსონაჟები, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ...
მოსწავლეებმა შეძლეს და მსმენელამდე მოიტანეს ის მუხტი, რასაც სიყვარული, დროების გარდასახვა, თაობის გრადაცია და საწუთროს მომავალი ქვია.
 
აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექცია ამ საინტერესო პერფორმანსის მომზადებისათვის მადლობას უხდის სკოლის დირექტორს იზო ტაკიძეს და პედაგოგებს: კესო ბორჩხაძეს,ნინო ლაზიშვილს, ლალი კონცელიძეს, ნინო ღლონტს და თათია ფურცხვანიძეს,თამარ ჩიმაკაძეს,ნათია კოსტავას და მაია ჯგირინაიას
 

«««