სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„კითხვის დრო ინგასთან ერთად"
„კითხვის დრო ინგასთან ერთად"

2020 წლის 24 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ღია სამკითხველო ეზოში ჩატარდა „კითხვის დრო ინგასთან ერთად".
პროექტის ავტორმა, საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა - ინგა გოგიბერიძემ პატარებს
ოტია იოსელიანის /დაჩის ზღაპრებიდან/
„დედის ზღაპარი" წაუკითხა.
მოსმენილი ტექსტიდან გამომდინარე გაიმართა საინტერესო საუბარი დედისა და შვილების სიყვარულზე.
წაკითხული ზღაპრიდან მიღებული შთაბეჭდილების ფონზე ბავშვებმა ფერადი ფანქრებითა და საკუთარი ინტერპრეტაციით დედის პორტრეტები დახატეს.
შეხვედრის ბოლოს პატარებმა საყვარელ მეზღაპრესთან ერთად ფოტოები გადაიღეს და მომავალ „კითხვის დრომდე“ დაემშვიდობნენ ერთმანეთს...


«««