სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


მოსწავლეთა I სამეცნიერო კონფერენცია
მოსწავლეთა I სამეცნიერო კონფერენცია
5 ივნისს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მოსწავლეთა I სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც ცნობილი ენათმეცნიერისა და სახელმწიფო მოღვაწის, პროფ. ტარიელ ფუტკარაძის დაბადებიდან 61-ე წლისთავს მიეძღვნა.
 
სკოლის მოსწავლეებმა ხულოს, შუახევის, ქობულეთის, ოზურგეთის, წყალტუბოსა და ბათუმის მუნიციპალიტეტებიდან წარადგინეს კვლევითი ხასიათის ნაშრომები ტარიელ ფუტკარაძის ცხოვრებისა და მისი სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.
კონფერენციას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და რესურს ცენტრის წარმომადგენლები, ასევე მონაწილეთა პედაგოგები და პროფ. ტარიელ ფუტკარაძის თანამოაზრეები. 
 
მოსწავლეთა I სამეცნიერო კონფერენცია ეროვნული განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და ის ,,ტარიელ ფუტკარაძის სკოლის” ფარგლებში ყოველწლიურად გაიმართება.

«««