სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


დისკუსია თემაზე ,,წიგნი და XXI საუკუნის ახალგაზრდობა“
დისკუსია თემაზე ,,წიგნი და XXI საუკუნის ახალგაზრდობა“
ბიბლიოთეკის ძირითად კორპუსში ,,მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის“ (პედაგოგი მაია მენაბდე) ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე ,,წიგნი და XXI საუკუნის ახალგაზრდობა.“   
დისკუსიას უძღვებოდნენ კლუბის ხელმძღვანელები ანანო დუმბაძე და ქეთი ქიძინიძე. შეხვედრა იყო ინტერაქტიური, თავდაპირველად მოზარდებმა გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები. შემდეგ კი მოკლე ინტერვიუები გამართეს მოწვეულ სტუმრებთან. 
ესენი იყვნენ:
ბიბლიოთეკარი - ნანა კვაჭაძე, რომელმაც ისაუბრა, რამდენად ხშირად სტუმრობენ მოზარდები ბიბლიოთეკას და რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ადგილი უფრო მიმზიდველი გახდეს ბავშვებისთვის.
გამომცემელმა  მარი კორინთელმა აგვიხსნა, როგორ ითვალისწინებს გამომცემლობა მოზარდების ინტერესებს, რა ფაქტორები განსაზღვრავს ამ თუ იმ წიგნის ტირაჟს და რამდენად კითხულობენ საქართველოში კლასიკურ ლიტერატურას.
ასევე სტუდენტის სტატუსით მოწვეული იყო დიანა ნაკაიძე, რომელმაც საინტერესოდ მოგვითხრო თავისი მკითხველური და ლიტერატურული გამოცდილების შესახებ.

«««