პოეტ ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო

2022 წლის 15 დეკემბერს, 14 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო სამკითხველო დარბაზში ჩატარდა პოეტ ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო.
,,ეროვნულ - განმათავისუფლებლობის იდეა, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში’’
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა. მოზარდებმა ისაუბრეს პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, წაიკითხეს მისი ლექსები და პირადი წერილები.
მოსწავლეებს მიესალმა განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე,ღონისძიებას უძღვებოდნენ ბიბლიოთეკარები: ელეონორა ძიგუა , ნანა ჩიკვაიძე და თინა მელაძე.