ტერენტი გრანელი - 125

2022 წლის 24 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო-სამკითხველო დარბაზში ჩატარდა პოეტ ტერენტი გრანელის დაბადებიდან 125 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული შეხვედრა. ღონისძებას მე-10 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.
ღონისძიებას უძღვებოდნენ ბიბლიოთეკარები: ელეონორა ძიგუა , ნანა ჩიკვაიძე და თინა მელაძე. ბიბლიოთეკარებმა ისაუბრეს ეპოქაზე, სადაც ეს გენიალური პოეტი მოღვაწობდა, მის ტრაგიკულ ბედსა და რა თქმა უნდა ტერენტის უკვდავ შემოქმედებაზე.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა წაიკითხეს ტერენტის პოეზიიდან მათი საყვარელი ლექსები და სხვადასხვა ცნობილი ადამიანის წერილები პოეტისადმი მიძღვნილი.
დღესვე საერთო-სამკითხველო დარბაზში მოწეყო ტერენტი გრანელის წიგნების გამოფენა.