ახალმიღებული წიგნების გამოფენა-წარდგენა

2023 წლის 20 იანვარს, 14 საათზე, აკაკი წერეთელის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ახალმიღებული წიგნების გამოფენა-წარდგენა გაიმართა.
ახალი წიგნები მე-10 საჯარო სკოლის მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეებს წამყვანმა ბიბლიოთეკარმა ნანა ჩიკვაიძემ წარუდგინა. მოზარდებმა მისმინეს გამოფენილი ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა, შეხვედრის ბოლოს კი სურვილისამებრ შეარჩიეს სასურველი ავტორები და ბიბლიოთეკაში მკითხველებად დარეგისტრირდნენ.