თამარ საგინაშვილის საჯარო ლექცია

27 იანვარს, პარასკევს, 15:00 საათზე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო -ახალგაზრდობის განყოფილებაში (მის.: ივ. ჯავახიშვილის № 72) გაიმართა ტრენერის, ქოუჩის, თამარ საგინაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „აზრის ძალა“ და წიგნის ,,ELPOT – როგორ ვაქციოთ ენერგია მატერიად“ წარდგენა.
ლექციისა და პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ქალბატონმა თამარმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა და ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა მისი ახალი წიგნი.