სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ვიკითხოთ ერთად და ვიკითხოთ ხმამაღლა
ვიკითხოთ ერთად და ვიკითხოთ ხმამაღლა
საბავშვო წიგნის კვირეულის ფარგლებში, დღეს, 3 აპრილს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ნორჩ მკითხველებთან  შემეცნებითი შეხვედრა ,,ვიკითხოთ ერთად და ვიკითხოთ ხმამაღლა" გაიმართა. 
 
ჩვენი პატარა სტუმრების ტრადიციული მასპინძელი მთავარი ბიბლიოთეკარი ლელა სურმანიძე და კლუბი „საზღაპრეთი“ გახლდათ. 
 
ბათუმის #4 საჯარო ბაღის 5-6 წლიანი ჯგუფის აღსაზრდელებს ლელა სურმანიძემ  ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი „ბულბული“ წაუკითხა.  სახალისო რითმ-ამოცანებსაც პატარებმა ამომწურავად გასცეს პასუხები. 
 
შეხვედრაზე ისაუბრეს ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე, რატომ უნდა იკითხონ ზღაპრები, ვინ იყო ანდერსენი და რატომ დაარსდა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე. 
 
დასასრულს, საბავშვო ბაღის აღსაზრდეებს გადაეცათ მკითხველის ბარათები, შესაბამისად,  მთელი წლის განმავლობაში საშუალება ექნებათ, მშობლებთან ერთად, აქტიურად იარონ ბიბლიოთეკაში.

«««