სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღია კარის დღე
ღია კარის დღე
7 აპრილს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზში ღია კარის დღე გაიმართა. სამკითხელო დარბაზებს ბათუმის მერვე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწვალეები სტუმრობდნენ. 
 
მოზარდებს მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ ბიბლიოთეკისა და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა, ასევე წაიკითხეს ამონარიდები  ბესიკ კეკელიძის კრებულიდან “ტყისპირა ქოხიდან მოყოლი ამბავი”.
 
საბავშვო მოთხრობების კრებული  მოგვითხრობს მეგობრობაზე, სიკეთესა და სიყვარულზე. მასში შესულია 11 მოთხრობა: „აურზაური აბაზანაში“, „მთესველები“, „ღაბუა და ჩიორა“, „ფესვები“, „კეთილი სტუმარი“, „მაჟო“, „ტრაბახა საზამთროები“, „მეგობრობის ძალა“, „ლონგი“, „ტყისპირა ქოხიდან მოყოლილი ამბავი“, „მეგობრობა“
 
მოსწავლეების ბიბლიოთეკაში სტუმრობა ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს ხარებას დაემთხვა. შესაბამისად, მოზარდებს ნანა კვაჭაძე "ხარების" მნიშვნელობაზე, მადლიერებასა და ურთიერთპატივისცემაზე ესაუბრა.
 

«««