სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის მალხაზ ჩოხარაძის დოკუმენტური ფილმის ,,ამბავი თორმეტი სავანისა“ ჩვენება
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის მალხაზ ჩოხარაძის დოკუმენტური ფილმის ,,ამბავი თორმეტი სავანისა“ ჩვენება
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის  საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში (ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #72) ,,ბიბლიოთეკების კვირეულის“ ფარგლებში  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის მალხაზ ჩოხარაძის დოკუმენტური ფილმის ,,ამბავი თორმეტი სავანისა“ ჩვენება - განხილვა გაიმართა.
ქართული ენისადმი მიძღვნილ ფილმში ასახულია კლარჯეთის „ათორმეტ სავანეთა“ მხარის წარსული და თანამედროვეობა. ქართველებისა და ქართული ენის მდგომარეობა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში - ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში.
ფილმი შედგება სამი ნაწილისგან: I. ჭოროხის ქვეყანა; II. ათორმეტნი; III. ბედის ბორბალი ქართველთათვის. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ  ბათუმის #10, # 16 საჯარო სკოლების, სკოლა- ლიცეუმ მასტერკლასის მოსწავლეები, პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები.
-------------
ფილმში გამოყენებულია 2005-2018 წლების სამეცნიერო ექსპედიციების საველე ვიდეომასალა: პროფესორ მალხაზ ჩოხარაძის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ვიდეოარქივი.
სცენარის სამეცნიერო საფუძველია მონოგრაფია „ხანძთა და ათორმეტ სავანეთა მხარის ძველი სალოცავები“ (მალხაზ ჩოხარაძე, ბათუმი, 2015 წელი).
 

«««