სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საბიბლიოთეკო გაკვეთილი: "მრავალჭირვარამგადანახადი საქართველო"
საბიბლიოთეკო გაკვეთილი: "მრავალჭირვარამგადანახადი საქართველო"
28 აპრილს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა ბიბლიოთეკის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება - საბიბლიოთეკო გაკვეთილი: "მრავალჭირვარამგადანახადი საქართველო". 
 
მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ ღონისძების დაწყებამდე ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული ლიტერატურა წარადგინა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიას ასახავს, ასევე ისაუბრა ლიტერატურასა და პოეზიაზე, სადაც ჩვენი ისტორიული მეხსიერებაა შემონახული. 
ღონისძიების მასპინძლები ქალბატონ ნანასთან ერთად, ბათუმის მეათე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები იყვნენ. შეხვედრაზე სტმურის სტატუსით კერძო სკოლა "ნიკეს" მოსწავლეები იმყოფებდნენ. 
 
საბიბლიოთეკო გაკვეთილზე სხვა მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებთან ერთად, ისაუბრეს ქართული ანბანის შექმნის ლეგენდაზე, ფარსმან III -ის, გუბაზ მეფის, ვახტან მეექვისა და ერეკლე მეორეს ღვაწლსა და დამსახურებაზე ქართველი ხალხის წინაშე, სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების საქმეში. 
 
მოსწვალეებმა სხვადასხვა ისტორიული წყაროებიდან წაიკითხეს ამონარიდები ქართველი მეფეების შესახებ, ასევე ლექსები სახელოვანი მეფეებისადმი მიძღვნილი. 
 
ღონისძიებას ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ნატალია ჭყონია, საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელი თინა ცენტერაძე და ბიბლიოთეკარები დაეწრნენ. 
 
შეხვედრაზე მეათე სკოლის პედაგოგმა  ციცინო ტაბატაძემ ისაუბრა ბიბლიოთეკის როლზე სასკოლო ცხოვრებაში და ბიბლიოთეკარებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის.

«««