ნოდარ დუმბაძე – 95

9 ივნისს, 14:00 საათზე საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 95 წელთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ია კუპრაძემ მოსწავლეებთან ერთად გაიხსენეს და განიხილეს ნოდარ დუმბაძის შემოქმედება, ასევე ჩატარდა ინტერაქტიული და სახალისო აქტივობები.