სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ნუგზარ შატაიძის მოთხრობა „ჩვენი სოფლის სამკითხველო“ - განხილვა
ნუგზარ შატაიძის მოთხრობა „ჩვენი სოფლის სამკითხველო“ - განხილვა
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში კერძო სკოლა „ნიკეს“ მეექვსე კლასის მოსწავლეები წიგნის დამუშავებისა და კატალოგების შედგენის პროცესს გაეცნენ.  დეტალებზე მოზარდებს მთავარი ბიბლიოთეკარი დალი რამიშვილი ესაუბრა. ასევე, დაათვალიერეს წიგნადი ფონდები, სადაც მოსწავლეებს მეგზურობა განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ გაუწია.
 
ღონისძიების ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა გაიმართა მოსწავლეთა დარბაზში.  მთავარ ბიბლიოთეკართან ნანა კვაჭაძესთან ერთად განიხილეს ნუგზარ შატაიძის მოთხრობა „ჩვენი სოფლის სამკითხველო“. 
 
ნაწარმოებში საუბარია სოფლისა და ქალაქის ბიბლიოთეკასა და წიგნის სიყვარულზე, სადაც საოცრადაა გადმოცემული წიგნებზე შეყვარებული პატარა მეოცნებე ბიჭისა და ბიბლიოთეკარის ურთიერთობა. 
 
გაიმართა დისკუსია ამავე თემაზე, გამოიკვეთა საერთო ნაწარმოებში აღწერილ ბიბლიოთეკარსა და ჩვენი ბიბლიოთეკარების მუშაობაში. ბავშვები კიდევ ერთხელ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ წიგნს უდიდესი ძალა აქვს. მათი აზრით აუცილებელია ხშირი სტუმრობა ბიბლიოთეკაში. ნანა კვაჭაძემ მათთვის საინტერესო კითხვებსაც უპასუხა.
 
ღონისძებას ბიბლიოთეკარები, მასწავლებლები: ცირა მიქელაძე, თათია ფურცვანიძე და კლასები დამრიგებლები დაესწრნენ.
 

«««