სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ახალი წიგნების წარდგენა
ახალი წიგნების წარდგენა
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ თხილნარის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებს ახალი წიგნები წარუდგინა. 
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბესიკ კეკელიძის წიგნს „ტყისპირა ქოხიდან მოყულილი ამბავი“, რომელიც  11 მოთხრობას აერთიანებს, თითეული მათგანი ღვთის სიკეთეზე, მოყვასის სიყვარულზე,  ბუნების წიაღში ჩიტებისა და მცენარეების ურთიერთობაზე მოგვითხრობს. 
 
წიგნების განხილვაში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები, დაასახელეს საყვარელი მწერლები და ნაწარმოებები,  ანა-მარია ფუტკარაძემ და ნიკოლოზ დუმბაძემ კი წაიკითხეს ლექსები. 
 
კლასის დამრიგებელმა თამარ დუმბაძემ ისაუბრა ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკარების როლზე წიგნიერების საქმეში. მოსწავლეებს ურჩია კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურისთვის აქტიურად გამოიყენონ მოსწავლეთა დარბაზის წიგნადი ფონდი და მშობლებთან ერთად  ხშირად იარონ ბიბლიოთეკაში.

«««