სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


მთარგმნელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
მთარგმნელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
23 სექტემბერს, 14:00 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა მთარგმნელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა.
-------------- 
შეხვედრა გახსნა და მთარგმნელობითი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თეონა ბერიძემ. 
მომხსენებელი: ფილოლოგი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ასოცირებული პროფესორი, მთარგმნელი და თარჯიმანი  ხათუნა ბერიძე.  
ქალბატონმა ხათუნა ბერიძემ ისაუბრა მთარგმნელობით საქმიანობაში არსებულ მიღწევებზე და ღირებულებებზე. საზოგადოება გაეცნო მის მიერ ნათარგმნ პოეზიასა და მხატვრულ ლიტერატურას -  ინგლისურიდან ქართულად და პირიქით. 
ზუმის საშუალებით თემაზე  ,, თარგმანი და ლექსიკოგრაფია“ საზოგადოებას ესაუბრა თინათინ მარგალიტაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის შემდგენელი და რედაქტორი; ლექსიკოგრაფი - სპეციალიზებული თარგმანის მიმართულებით.  ლექსიკოგრაფიის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; ინტერესი გამოიწვია ლელა დუმბაძის - მთარგმნელის, ინგლისური ენის ფილოლოგის, საბას პრემიის ორგზის   მფლობელის მოხსენებამ  ,,დილემა მხატვრულ თარგმანში.“ასევე მოხსენება გააკეთა თემაზე: ,,ISO სტანდარტები სინქრონულ თარგმანში და აკადემიურ და პროფესიულ სფეროებში გამოყენება''ლელა აბდუშელიშვილმა, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ვისბადენის აკადემიის მიერ სერტიფიცირებული პოზიტიური ფსიქო-კონსულტანტი; განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ლინგვისტი, საერთაშორისო ტრენერ-კონსულტანტი და ინგლისური ენის ფილოლოგია. 
საგამომცემლო  და მთარგმნელობითი საქმიანობის  შესახებ ისაუბრა გამომცემელმა და რედაქტორმა მარი კორინთელმა, გამომცემლობა ,,წიგნები ბათუმში“. 
შეკრებილთ მიესალმა და თემასთან დაკავშირებით  საბიბლიოთეკო საქმიანობაში არსებული გამოწვევები გააცნო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ ნატალია ჭყონიამ. 
ბათუმელმა ავტორმა, ქალთამზე ანა სურმანიძემ, საზოგადოებას ინგლისურ და უკრაინულ ენებზე  ნათარგმნი საკუთარი ლექსი  წაუკითხა. 
შეხვედრას უძღვებოდა ბიბლიოთეკის წამყვანი ბიბლიოთეკარი ანა მჟავანაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები,  ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები.

«««