სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


"შეხვედრები იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების კვალდაკვალ"
"შეხვედრები იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების კვალდაკვალ"
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში  კვირეულს - "შეხვედრები იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების კვალდაკვალ",  ბათუმის #15 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები შემოუერთდნენ (მასწავლებელი ხათუნა მამულაშვილი). 
 
მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკარებსა და მკითხველებს საგანგებოდ მომზადებული ღონისძიება წარუდგინეს, ისაუბრეს  საბავშვო მწერლის შემოქმედებაზე და ხელნაწერ წიგნებზე, რომელიც საგანგებოდ მოამზადეს.
 
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის პედაგოგი და ბიბლიოთეკარები. ერთად წაიკითხეს მოსწავლეების საყვარელი მოთხობები და იმსჯელეს გმირების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
განყოფილების ხელმძღვანელმა, თინა ცენტერაძემ  მოსწავლეებს ბიბლიოთეკის დარბაზის ფონდები დაათვალიერებინა, ესაუბრა წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და ბიბლიოთეკაში სიარულის აუცილებლობაზე. 
 
პატარებმა დღეს სპეციალურად, კვირეულის ფარგლებში, ბიბლიოთეკარების მიერ დამზადებული წიგნის სანიშნები მიიღეს საჩუქრად.
 

«««