სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საუბრები საყვარელი ზღაპრის გმირებზე
საუბრები საყვარელი ზღაპრის გმირებზე
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშო-ახალგაზრდობის განყოფილების ბავშვთა დარბაზს ბათუმის 35-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ესტუმრნენ. 4-5 წლიანი ჯგუფის აღსაზრდელებმა საზრაპრეთში მთავარ ბიბლიოთეკარ ლელა სურმანიძესთან ერთად საინტერესო დრო გაატარეს. 
 
ისაუბრეს საყვარელი ზღაპრის გმირებზე: პეპი, ბეტმენი, სუპერმენი... აღმოჩნდა, რომ ჩვენს პატარა სტუმრებს ფიფქია და კონკია განსაკუთრებით მოსწონთ და უყვართ. ასევე გაიმართა მხიარული ვიქტორინა ,,ვინ უფრო მეტ გამოცანას ამოიცნობს" - პატარები  აქტიურად ჩაერთ ნენ თამაშში და გამოცანებს სხარტად გასცეს სწორი პასუხები. 
 
განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ პატარებს  რეგისტრაციის წესებზე ესაუბრა, ურჩია ისარგებლონ ბიბლიოეკის ფონდებით და მშობლებსა და მასწავლებლებთან ერთად იკითხონ ბევრი, რათა სკოლას მომზადებულები შეხვდნენ. 
 
დასასრულს წიგნი - ნიღბები მოირგეს და იხალისეს.

«««