სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღია კარის დღე
ღია კარის დღე
ღია კარის ფარგლებში, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებას ბათუმის მეორე სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები (მასწავლებელი ეკა გორგილაძე) ეწვივნენ. 
 
მოსწავლეებს განყოფილების ხელმძღვანელმა თინა ცენტერაძემ და მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ უმასპინძლეს. 
 
ისაუბრეს ბიბლიოთეკისა და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე, სკოლისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ბავშვები გაეცნენ წიგნად ფონდებსა და საყვარელი მწერლების წიგნები შეარჩიეს წასაკითხად.
 
მოსწავლეებს ნანა კვაჭაძემ დოდო ვადაჭკორიას "მამის შეგონება" წაუკითხა, ისაუბრეს მოთხრობის შინაარსსა და მნიშვნელობაზე. 
 
მეოთხე კლასელებმა მოთხრობის მიხედვით ნახატებიც შექმნეს.
 

«««