სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


პატარა მკითხველთა კლუბი
პატარა მკითხველთა კლუბი
2024 წლის 26 იანვარს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების „პატარა მკითხველთა კლუბს“ ბათუმის 21-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სტუმრობდნენ.
  მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ ბავშვებს ბავშვთა დარბაზის წიგნადი ფონდი გააცნო, ასევე წარუდგინა სამგანზომილებიანი და ხმოვანი წიგნები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელნაწერ წიგნებს, რომლებიც სხვადასხვა დროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უსახსოვრეს განყოფილებას. 
  ლელა სურმანიძემ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს მოთხრობა „როგორ შეცვალა პატარა მიმიმ ამინდი“ წაუკითხა. ისაუბრეს გმირებზე, შინაარსზე და ნაწარმოების ირგვლივ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს. 
  მოზარდება საკუთარი ცოდნაც გამოავლინეს, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და კარგად გაართვეს თავი რითმ-გამოცანებს.
  პატარა სტუმრებს საბავშვო გამოცემებზე და წიგნის კითხვის აუცილებლობაზე საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელი თინა ცენტერაძე ესაუბრა. 
  ბავშვები მკითხველებადაც დარეგისტრირდნენ.
 

«««