ახალი წიგნების წარდგენა
2024 წლის 7 მარტს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო- სამკითხველო დარბაზში ახალი წიგნების წარდგენა გაიმართა.
წიგნადი ფონდის ახალი ლიტერატურა ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-12 კლასისა და №10 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს მთავარმა ბიბლიოთეკარმა ელეონორა ძიგუამ გააცნო. ესაუბრა ახალ ავტორებსა და წიგნებზე, რომლებიც საბიბლიოთეკო წესით დამუშავდა და დღეიდან ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის ხელმისაწვდომია.
როგორც განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, წიგნების მარაგი საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში წლის ბოლომდე რამდენჯერმე შეივსება. საერთო-სამკითხველო დარბაზის გარდა, ახალი წიგნების უკვე გადაეცა მოსწავლეთა და ბავშვთა დარბაზებს, რომლებიც შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი.