სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ხმამაღლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო კვირეული
ხმამაღლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო კვირეული
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზს ხმამაღლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, კერძო სკოლა „მასტერკლასის“ III კლასის მოსწავლეები ეწვივნენ (მასწავლებელი ქეთევან ბოლქვაძე). 
 
მოსწავლეებს განყოფილების ხელმძღვანელმა თინა ცენტერაძემ და მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ უმასპინძლეს. ისაუბრეს ბიბლიოთეკისა და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე, სკოლისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლობის აუცილებლობაზე. 
 
ბიბლიოთეკის სტუმრებს  ნანა კვაჭაძემ დოდო ვადაჭკორიას "მამის შეგონება" წაუკითხა, იმსჯელეს მოთხრობის შინაარსსა და მნიშვნელობაზე. ღონისძიება გამორჩეული იყო მოსწავლეთა ჩართულობით.
 
ბიბლიოთეკარმა შეხვედრაზე  აღნიშნა, რომ მშობლიური ლიტერატურისა და ჩვენი სამშობლოს ჭირვარამგადანახადი ისტორიის ცოდნა აუცილებელია. ასევე ისაუბრა ტრადიციისა და თანამედროვეობის ერთობაზე, რომელიც ისევე აუცილებელია, როგორც თაობათა ურთიერთობა.

«««