სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


მასტერ კლასი დინოზავრების წარმოშობის ისტორიაზე, ქობულეთის საბავშვო ბაღის 4 წლის აღსაზრდელის ალექსანდრე ხინიკაძის მონაწილეობით
მასტერ კლასი დინოზავრების წარმოშობის ისტორიაზე, ქობულეთის საბავშვო ბაღის 4 წლის აღსაზრდელის ალექსანდრე ხინიკაძის მონაწილეობით

2013 წლის 22 მაისს,  ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ ,,საზღაპრეთში'' მორიგი შეხვედრა გაიმართა, შეხვედრის პირველი ნაწილი დინოზავრების ისტორიას დაეთმო. წაკითხული იქნა სამგანზომილებიანი მუსიკალური წიგნი მორის პლეჯერის  „ჯუნგლი'' და ,,მოგზაურობა დინოზავრების ერაში''. ქობულეთის საბავშვო ბაღის 4 წლის აღსაზრდელმა ალექსანდრე ხინიკაძემ დინოზავრების შესახებ საოცარი ცოდნა გამოავლინა და თანატოლებს დინოზავრების წარმოშობის ისტორიაზე მასტერ კლასი ჩაუტარა. შეხვედრის მეორე ნაწილი ქართულ ხალხურ ზღაპრებს დაეთმო. ამ დღეს ბიბლიოთეკამ 25 ახალი მკითხველი შეიძინა ქ. ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეების სახით. ბავშვებმა აქვე დახატეს და გამოფენისთვის დატოვეს ნახატები თემაზე: ,,ჩემი საყვარელი ზღაპრის გმირები’’.


«««