გასვლითი შეხვედრა ბათუმის 21-ე საჯარო ბაღში
2013 წლის 12 ივნისს, 11 საათზე ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებამ კლუბ "საზღაპრეთმა", მოაწყო გასვლითი შეხვედრა ბათუმის 21-ე საჯარო ბაღში. პატარები გულდასმით უსმენდნენ ახალ ზღაპრებს, ათვალიერებდნენ ხმოვან და მუსიკალურ წიგნებს, რომლებიც წარუდგინეს ბიბლიოთეკარებმა-ლ. სურმანიძემ, ნ. ნაკაშიძემ, ნ. ჩიკვაიძემ, ნ. ბერიძემ, ჟ. მამუჭაძემ.