გასვლითი ღონისძიება ბათუმის №15 საჯარო სკოლაში
2013 წლის 13 ივნისს, 15 საათზე ბიბლიოთეკის “ამერიკულმა კუთხემ ’’ მოაწყო გასვლითი ღონისძიება ბათუმის №15 საჯარო სკოლაში. ,,ამერიკული კუთხის’’ კოორდინატორმა სალომე ჟორჟიკაშვილმა და წამყვანმა ბიბლიოთეკარმა მაკა ბაკურიძემ შეხვედრა გამართეს მე-2 კლასის მოსწავლეებთან, გააცნეს ’’ამერიკული კუთხის’’ საქმიანობა, ჩაუტარეს თამაშები და სახალისო აქტივობები.