თავისუფალი თემის კონკურსი
2013 წლის 13 ივნისს, 16 საათზე ბიბლიოთეკის ,,ამერიკულ კუთხეში’’ გაიმართა ინგლისურ ენაზე თავისუფალი თემის კონკურსში ,,Write on!’’ აჭარაში გამარჯვებულ სტუდენტთა და მოსწავლეთა დაჯილდოება. კონკურსში გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადასცა ბათუმში საერთაშორისო განათლების ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ინაიშვილმა.