სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


წიგნის „ЗОВ АЛАЗАНИ“ („ალაზნის ძახილი“) წარდგენა
წიგნის „ЗОВ АЛАЗАНИ“ („ალაზნის ძახილი“) წარდგენა

2013 წლის 2 სექტემბერს, 16 საათზე ბიბლიოთეკაში „ბათუმობა 2013 - ბათუმი და ბათუმელები“-ს სპეციალური ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა 2013 წელს ქალაქ მოსკოვში გამოცემული ქართული პოეზიის შედევრების რუსულ ენაზე თარგმნილი წიგნის „ЗОВ  АЛАЗАНИ“ („ალაზნის ძახილი“) წარდგენა. წიგნის რედაქტორმა, მოსკოვში მცხოვრებმა ბათუმელმა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვლადიმერ ხომერიკმა ისაუბრა რუსი და ქართველი პოეტების ლიტერატურულ ურთიერთობებზე. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ბათუმის საზოგადოების წარმომადგენლები, სტუმრები მოსკოვიდან. ანთოლოგიაში რუსულად დაბეჭდილი ლექსები წაიკითხეს საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, მანანა სულაბერიძემ და ინგა გოგიბერიძემ, მსახიობმა ნინო დავითაშვილმა. ბათუმელმა ბარდმა ინგა გოგუაძემ შეასრულა რამდენიმე სიმღერა.

 


«««