სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა გენადი მახარაძესთან
შეხვედრა გენადი მახარაძესთან

2013 წლის 23 სექტემბერს, 17 საათზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის "ბათუმური საღამოები" ფარგლებში "ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის" რეგისტრირებულმა კავშირმა ბიბლიოთეკაში გამართა შეხვედრა-დიალოგი ბიბლიოთეკის დირექტორთან ბატონ გენადი მახარაძესთან დაბადებიდან 55 და საბიბლიოთეკო მოღვაწეობის 30 წელთან დაკავშირებით. დიალოგი წარმართა ბატონმა ზაზა ფირცხალაიშვილმა. გენადი მახარაძემ ბავშვობა, თავისი საქმიანობის პირველი ეტაპი დღევანდელობამდე გაიხსენა. მას საიუბილეო თარიღი მიულოცეს ქალაქ ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ, საკრებულოს წევრმა ნაზი ფუტკარაძემ, მწერლებმა რამაზ სურმანიძემ, ნიაზ ბოლქვაძემ, პოეტებმა დავით თედორაძემ, ვახტანგ ღლონტმა, ბიბლიოთეკის თანამშრობლებმა, მკითხველებმა.


«««