|
2013 წლის 7 ოქტომბერს, 15 საათზე საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა შეხვედრა კერძო სკოლა ,,ნიკეს’’ ,,მასტერ კლასის'', მე-8, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე ,,ბოთლში შენახული ბავშვობა’’. ბიბლიოთეკაში წარმოდგენილ ჩანახატებს ბავშვობაზე თვითონ მოსწავლეები კითხულობდნენ და ამ ჩანახატებს ბოთლში ინახავდნენ, რომლებიც საკუთარი ხელით საზღაპრეთის თანამშრომლებმა მოუმზადეს და საჩუქრად წიგნთან ერთად გაატანეს, რათა რაღაც დროის გავლის შემდეგ გაიხსენონ ბავშვობის ულამაზესი წლები. კერძო სკოლა „ნიკეს“ უფროსკლასელებმა ახალი დუეტი წარმოადგინეს გიტარაზე, რომელიც შესანიშნავ ფონად გასდევდა საღამოს.
|
|