ფილმის ჩვენება კინო კლუბში ,,ფილმების საღამოები’’
2014 წლის 31 ოქტომბერს, ბიბლიოთეკის საბავშვო–ახალგაზრდობის განყოფილების კლუბში ,,ფილმების საღამოები" გაიმართა 1964 წელს გადაღებული ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ქორწილი"-ს ჩვენება, მიხეილ კობახიძის რეჟისორობით, რომელიც ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზის მფლობელი გახდა. ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები.