სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა თურქეთში მცხოვრებ ქართველთან, ქართული კულტურის მკვლევარ ორჰან ბერიძესთან
 შეხვედრა თურქეთში მცხოვრებ ქართველთან, ქართული კულტურის მკვლევარ ორჰან ბერიძესთან

2014 წლის 09 დეკემბერს, 17 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა თურქეთში მცხოვრებ ქართველთან, ქართული კულტურის მკვლევარ ორჰან ბერიძესთან. ბატონმა ორჰან ბერიძემ ქართულად ისაუბრა თურქეთში ქართული ენის სწავლების პრობლემებზე. თურქეთში მცხოვრები ჩვენებურების ყოფა-ცხოვრებაზე მათ მიერ საქართველოს სიყვარულსა და მონატრებაზე. ძალიან ამაღელვებელი იყო ბატონ ორჰანის სიტყვები: „ქართველობა ჩვენი ქოლგაა! ჩვენ ერთი დედის გამოზრდილნი ვართ და ერთად უნდა ვიყოთ!“ დარბაზი დამუხტული იყო ჩვენებური ქართველის ნახვის სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით.
ბატონმა ორჰან ბერიძემ წაიკითხა ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“ და ფრიდონ ხალვაშის ლექსები.
ბატონი ორჰანის პიროვნებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და წევრებმა, მეცნიერებმა, მწერლებმა, პოეტებმა და აჭარის სკაუტური ორგანიზაციის ცტუდენტებმა, ბ-ნი ორჰანის ბათუმელმა მეგობრებმა.
შეხვედრამ ძალიან ამაღლებულ და გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.


«««