სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შემეცნებითი დიალოგი „სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების სიბრძნე“
შემეცნებითი დიალოგი „სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების სიბრძნე“
2018 წლის 27 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ  ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის მოსწავლეთა დარბაზში გაიმართა დიდი ქართველი იგავთმწერლის, ლექსიკოგრაფ-მეცნიერის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 360 წლისთავისადმი მიძღვნილი შემეცნებითი დიალოგი.
დიალოგი მოსწავლეებთან გულთბილი მისალმებით და იმ იგავით დაიწყო, რომელიც საფარის მონასტრის მშენებლობის ლეგენდის მიხედვით დაწერა ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ. ბავშვებმა იმ წამსვე წამოიყვირეს იგავის მორალი და უფრო დიდი  სიბრძნეების მოსასმენად მოემზადნენ.
მოსწავლეთა დარბაზში, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილების მთავარმა ბიბლიოთეკარმა მედეა კალანდარიშვილმა სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიაზე და  მის შემოქმედებაზე ისაუბრა.  შეხვედრაზე  ნაჩვენები იყო სულხან-საბა ორბელიანის ილუსტრირებული იგავ-არაკები ,,ძალა ერთობისა’’ და ,,ლომი და თაგვი’’
 განყოფილებამ 27 თებერვალს შეიძინა 20 ახალი მკითხველი, რომლებიც გაეცნენ ბიბლიოთეკის საქმიანობას, დაათვალიერეს  დარბაზები და ეზიარენ დიდი  სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებისეულ სიბრძნეს.
 

«««