სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღონისძიებები
(20.12.2018)
20 დეკემბერი 2018 წელი
ხათუნა ჩიტაძის მასტერკლასი "ნაძვის ხის ხელნაკეთი მოსართავები"
2018 წლის 20 დეკემბერს, 12 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა ჩვენი კოლეგის ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებიდან, ხათუნა ჩიტაძის მასტერკლასს. პოეტმა და ხელოვნების პედაგოგმა, ქალბატონმა ხათუნამ ჩაატარა მასტერკლასი თემაზე - „ნაძვის ხის ხელნაკეთი მოსართავები“. მასტერკლასს მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგ ნატალია კეჭაყმაძესთან ერთად ესწრებოდნენ. ბავშვები და სტუმრები აქტიურად და ხალისიანად ცდილობდნენ ორიგინალური და საინტერესო საახალწლო მოსართავების შექმნას. საბოლოოდ, ბავშვების მიერ ხელნაკეთი ნაძვის ხის სათამაშოები საოცრად ლამაზი და საახალწლო განწყობის შესაბამისი გამოვიდა... მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს ქალბატონ ხათუნას ასეთი ლამაზი აქტივობისთვის. შეხვედრის დასასრულს ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და

»»»