სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბები
(14.05.2019)
14 მაისი 2019
ლიტერატურული კლუბის წევრთა შეხვედრა
2019 წლის 14 მაისს, ქალაქ ბათუმის აკაკი წერთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო-სამკითხველო დარბაზში ლიტერატურული კლუბის “მოგზაურობა წიგნით” მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში არსებული ლიტერატურული კლუბის “მოგზაურობა წიგნით” წევრები - ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლის X, VIII, VII კლასის მოსწავლეების მონაწილეობდნენ. კლუბის წევრებს ბათუმის აკაკი წერთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროს თინა ცენტერაძე მიესალმა და მოსწავლეებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი უძღვებოდა. ელეონორა ძიგუა ახალგაზრდებს “ცისფერ ყანწელების” პიროვნულ თვისებებსა და შემოქმედებაზე ესაუბრა. კლუბის წევრებმა გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, ტერენტი გრანელის, გიორგი ლეონიძის, ოთარ ჭიIლაძისა და ნიკო გომელაურის ლექსები წაიკითხეს. ისაუბრებს პოეზიაზე და მათი საყვარელი პოეტების ცნობილი ისტორიები და კურიოზები წაიკითხეს.

»»»