სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღონისძიებები
(06.02.2025)
6 თებერვალი 2025 წელი
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზმა ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის #6 საჯარო სკოლის V თ კლასს (დამრიგებელი ნონა ზოიძე) უმასპინძლა. მოსწავლეებს თარიღის მნიშვნელობასა და განათლების პროცესში, ბიბლიოთეკის როლზე განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე ესაუბრა. ღონისძიების ძირითად ნაწილს მთავარი ბიბლიოთეკარი ნანა კვაჭაძე გაუძღვა. ნანა კვაჭაძემ მოზარდებს თანამედროვე მწერლის ბესიკ კეკელიძის წიგნიდან ზღაპარი - „კეთილი სტუმარი“ წაუკითხა. ისაუბრეს სიკეთეზე, განათლებაზე, ღვთის სიყვარულსა და წიგნის კითხვის აუცილებლობაზე. იმსჯელეს მოთხრობის შინაარსზე. ღონისძიება გამორჩეული იყო მოსწავლეთა ჩართულობით. ბიბლიოთეკა, როგორც არაფორმალური განათლების ცენტრი განაგრძობს პატარებისა და მოზარდი თაობის ჩართულობით აქტიურ მუშაობას განათლების ამაღლებისათვის და უკეთესი მომავლისათვის!

»»»