ააიპ „აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. იგი შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის („ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ქალაქ ბათუმის მერიის სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
ბიბლიოთეკა წარმოადგენს წამყვან კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-საინფორმაციო დაწესებულებას რეგიონში.
ზოგადი ინფორმაცია და რეკვიზიტები
სრული სახელწოდება: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა“ (ააიპ)
იურიდიული მისამართი: ვაჟა-ფშაველას ქუჩა №21, ბათუმი, 6000, საქართველო
ტელეფონი: (+995) 599 76 32 11
ვებ-გვერდი: www.bpl.ge
E-mail: bibliotekabatumis@gmail.com
bibliotekasajaro@gmail.com
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
დირექტორი - ნატალია ძიძიგური
ბიბლიოთეკის დაარსების თარიღი
1902 წელი
ბიბლიოთეკის ფართი
ძირითადი კორპუსის (ვაჟა-ფშაველას ქუჩა №21)
საერთო ფართია 1 517,09 კვ. მეტრი.
საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების (ჯავახიშვილის ქუჩა №72)
საერთო ფართია 547.19 კვ. მეტრი.
ბიბლიოთკის თანამშრომელთა საშტატო რაოდენობა
80 ერთეული
მკითხველთა კატეგორია
მომსახურება ღიაა ყველა კატეგორიის მკითხველისთვის.
სამკითხველო ადგილების რაოდენობა
ძირითადი კორპუსი (ვაჟა-ფშაველას ქუჩა №21) - 85ადგილი
საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილება (ჯავახიშვილის ქუჩა №72) - 45 ადგილი
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბიბლიოთეკის ფონდი შეადგენს: 585 788 ერთეულს










