სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბები
6 ნოემბერი 2019 წელი
პროექტი „კითხვის დრო ინგასთან ერთად“
2019 წლის 6 ნოემბერს, 13.30 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა პროექტი „კითხვის დრო ინგასთან ერთად“, რომელშიც ბათუმის კერძო სკოლა ,,იუჯი’’-ის მე-2 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი - ეკატერინე კილაძე) მიიღეს მონაწილეობა. ბავშვებმა დაათვალიერეს საჯარო ბიბლიოთეკის სხვადასხვა განყოფილებები და საცავები; შემდეგ გადაინაცვლეს პროექტ „კითხვის დრო“-სთვის გამოყოფილ თანამედროვე სივრცეში, სადაც მათ

»»»

31 ოქტომბერი 2019 წელი
"კინო-კლუბი "ალისა სარკის მიღმა""
2019 წლის 31 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კომპიუტერულ ცენტრში არსებულ კინო-კლუბში, პროექტის ,,ფილმების საღამოები’’ ფარგლებში, რეჟისორ ჯეიმს ბობინის სათავგადასავლო ფილმის „ალისა სარკის მიღმა“ ჩვენება გაიმართა. ფილმში მსახიობები: ჯონი დეპი, მია ვასიკოვსკა, ენ ჰეტეუეი, ჰელენა ბონემ კარტერი, ალან რიკმანი და საშა ბარონ კოენი მონაწილეობენ. ჩვენებას ბათუმის მეოცე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

»»»

27 ოქტომბერი 2019 წელი
შეხვედრა ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“
2019 წლის 27 ოქტომბერს, 12 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში შედგა მკითხველთა კლუბის “შენი სივრცე” წევრთა შეხვედრა. კლუბის ხელმძღვანელი მარიკა ძნელაძე კლუბის წევრებთან ერთად განიხილავდა ამერიკელი მწერალისა და პროზაიკოს ო ჰენრის მოთხრობებს. მოულოდნელი დასასრულის დიდოსტატის, ჩახლართული სიუჟეტების და

»»»

23 ოქტომბერი 2019 წელი
შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
2019 წლის 23 ოქტომბერს ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ ,,საზღაპრეთს“ ბათუმის კერძო სკოლა “გორდას” მიწვეული პედაგოგი რუსუდან ჭაჭუა მეოთხე კლასის მოსწავლეებთან ერთად სტუმრობდა. ​დღევანდელი საუბრის თემა საქართველოში გადამფრენი ფრინველების სახეობებს შეეხებოდა. შესაბამისად, ლელა სურმანიძემ მოსწავლეებს ლია შალვაშვილის მოთხრობა “რატომ მიფრინავენ ფრინველები შემოდგომით?” წაუკითხა. ასევე მოსწავლეების მოთხოვნით, განიხილეს ჭაბუა ამირეჯიბის მოთხრობა “დროის ფასი”.

»»»

20 ოქტომბერი 2019 წელი
შეხვედრა ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“
2019 წლის 20 ოქტომბერს, 12 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში შედგა მკითხველთა კლუბის “შენი სივრცე” შეხვედრა. კლუბის ხელმძღვანელმა მარიკა ძნელაძემ დაინტერესებულ ახალგაზრდებთან ერთად განიხილა მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა “თეთრი საყელო”. მკითხველზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა წერის სტილმა, და

»»»