სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბები
(27.02.2019)
27 თებერვალი 2019 წელი
შეხვედრა კლუბ ,,საზღაპრეთში“
2019 წლის 27 თებერვალს 14:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ჩატარდა შეხვედრა კლუბ ,,საზღაპრეთში“, ქალაქ ქობულეთის, სოფელ კვირიკის მე-2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებთან. ( დამრიგებელი ციცინო ჭყონია) განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა მოსწავლეებს და დაათვალიერებინა საცავები. ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ პატარების თხოვნით ფრანგი მწერლის შარლ პეროს ზღაპარი ,,კონკია“ წაიკითხა. გასახალისებლად რითმოცანებიც შეეკითხა და სამგანზომილებიანი წიგნებიც დაათვალიერებინა.

»»»

27 თებერვალი 2019 წელი
კინო -კლუბი ,,ფილმების საღამოები’’
2019 წლის 27 თებერვალს, 14 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში, კომპიუტერულ ცენტრში არსებულ კინო-კლუბში ,,ფილმების საღამოები’’, ნაჩვენები იყო კომედიური ჟანრის საბავშვო მხატვრული ფილმი „ელფი“. რეჟისორის და მხატვრული ფილმის მნიშვნელობის შესახებ ბავშვებს ესაუბრა პერიოდიკის დარბაზის წამყვანი ბიბლიოთეკარი ნინო ნაკაშიძე. ჩვენებას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები და პედაგოგი ლია მეგრელიძე.

»»»