სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღონისძიებები
(31.03.2019)
31 მარტი 2019 წელი
"ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე"
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, 2019 წლის 31 მარტს, გაიმართა შეხვედრა და ფოტოგამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ასპექტები, რამაც საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობას. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ეს დღე მოსწავლე -ახალგაზრდებისათვის, რომლებმაც ის პიროვნებები გაიცნეს, ვინც დამოუკიდებლობის აქტზე 1991 წელს მოაწერეს ხელი- რამაზ სურმანიძე, ანზორ კუდბა და გურამ პაპუნიძე.

»»»