2 თებერვალი 2021 წელი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მკითხველთან შეხვედრის მოლოდინში
2021 წლის 3 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.
ძვირფასო მკითხველებო, გელით.
#დილისრადიოს სტუმარი:
თეონა ბერიძე - აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი
»»»
|
|
1 თებერვალი 2021 წელი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკა 3 თებერვლიდან ნაწილობრივ გაანახლებს მკითხველთა მომსახურებას
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკა 3 თებერვლიდან ნაწილობრივ გაანახლებს მკითხველთა მომსახურებას
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ ბიბლიოთეკა 3 თებერვლიდან ნაწილობრივ გაანახლებს მკითხველთა მომსახურებას.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ წესებს და დავიცვათ არსებული რეგულაციები.
საჯარო ბიბლიოთეკის აბონემენტის, უცხოური ლიტერატურის( ამერიკული კუთხე) და საბავშვო–ახალგაზრდობის განყოფილებებიდან იწარმოებს დროებითი სარგებლობისთვის
»»»
|
|
29 იანვარი 2021 წელი
ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი თეონა ბერიძე სტუმარად აჭარის ტელევიზიაში
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი თეონა ბერიძე აჭარის ტელევიზიის გადაცემას ,,ეს შუადღე” სტუმრობდა, სადაც მან ვრცლად ისაუბრა პანდემიის პერიოდში ბიბლიოთეკის საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე.
»»»
|
|
26 იანვარი 2021 წელი
გაქვთ იდეა, რომელიც თქვენს ქვეყანას წაადგება?
გაქვთ იდეა, რომელიც თქვენს ქვეყანას წაადგება?
გაქვთ იდეა, რომელიც თქვენს ქვეყანას წაადგება?
აშშ-ის მთავრობის ალუმნი საგრანტო პროგრამა დაგეხმარებათ ამ იდეის დაფინანსებაში.
დეტალები იხილეთ ბმულზე: https://go.usa.gov/xAsRA
მონაწილეობისათვის უნდა იყოთ აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებული.
»»»
|
|
24 იანვარი 2021 წელი
დღეს გრიგოლ ვოლსკის დაბადების დღეა.
დღეს გრიგოლ ვოლსკის დაბადების დღეა.
დღეს გრიგოლ ვოლსკის დაბადების დღეა. მას ბათუმის აღმშენებლობის, კეთილმოწყობის, განათლების, კულტურის აღორძინებისა და ქალაქში ქართული ტრადიციების დამკვიდრებაში ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის.
გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი დაიბადა 1859 წლის 24 იანვარს ქუთაისში, რუსეთის მთავრობის მიერ საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი პატრიოტის ოჯახში. მამა მას ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა დედას ხვდა წილად. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა და დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, 1886 წელს აიღო დიპლომი და მიენიჭა მკურნალის ხარისხი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თავისი ლიტერატურულ-პუბლიცისტური საქმიანობიდან გამომდინრე, დაუახლოვდა ქართველი ერის წინამძღოლს ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, სოფრომ მგალობლიშვილს, თედო სახოკიას და სხვა ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეებს. სოფრომ მგალობლიშვილი მის შესახებ წერდა: „გრიგოლი იყო იშვიათი ენერგიის ადამიანი, პირდაპირი, მტერთან ბრძოლაში გულადი, მოურიდებელი, გამჭრიახი სიტყვისა, თავდადებული მამულიშვილი და
»»»
|
|
|