სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
11 ივნისი 2020 წელი
ძვირფასო მკითხველებო
ძვირფასო მკითხველებო, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზები მზად არის მკითხველებთან შესახვედრად - დაცულია ყველა სამედიცინო რეკომენდაცია. იმედი გვქონდა, რომ 16 ივნისს შევძლებდით თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ისევ ველით რეგულიციებს კონკრეტული უწყებიდან და შესაბამისი რეკომენდაციის შემდეგ, დიდი მონატრებით, მოგემსახურებით. მანამდე, მზად ვართ, შესაბამისი გრაფიკით, თქვენი მოთხოვნები ელექტრონულად დავაკმაყოფილოთ.

»»»

10 ივნისი 2020 წელი
ბრაილის შრიფტის წიგნები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში
ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდში დაცული ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ წიგნების გამოფენას, დისკებზე ჩაწერილი ხმოვანი წიგნების მიზნობრივი აუდიტორიისათვის ვიდეო წარდგენას გთავაზობთ პერიოდიკის განყოფილების უფროსი მაია ჩხატარაშვილი.

»»»

8 ივნისი 2020 წელი
ანუშკა მჟავანაძე კითხულობს ქართულ ხალხურ ზღაპარს "ამაყი თავადის ასული"
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წამყვანი ბიბლიოთეკარი თეა ღოღობერიძე კითხულობს ქართულ ხალხურ ზღაპარს "ამაყი თავადის ასული".

»»»

4 ივნისი 2020 წელი
პირდაპირი ეთერი პოეტ ცისანა ანთაძესთან
დღეს, ჩვენი ქალაქისა და კუთხის უბადლო სიტყვისა და ლექსის ოსტატის, უმშვენიერესი პოეტის - ქალბატონი ცისანა ანთაძის 80 წლის იუბილეა. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა გულითადად, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს იუბილეს, ჯანმთელობასა და მხნეობას უსურვებს მას. ქალბატონი ცისანა ჩვენი ბიბლიოთეკის ერთგული გულშემატკივარი, მკითხველი, ლიტერატურული თუ საიუბილეო საღამოების მონაწილეა. ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში ინახება ცისანა ანთაძის შემოქმედების ამსახველი ლიტერატურული და პოეტური კრებულები; ბიბლიოთეკაში არსებულ წიგნის მუზეუმში დაცულია ცისანა ანთაძის ხელნაწერებიც.

»»»

4 ივნისი 2020 წელი
პირდაპირი ეთერი პოეტ ცისანა ანთაძესთან
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, 2020 წლის 4 ივნისს, 14 საათზე, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით პირდაპირი ეთერი დაეთმობა პოეტ ცისანა ანთაძეს. ,,ცხოვრება თვითონ გვთავაზობს მუსიკას, რომელსაც ფეხი უნდა ავუწყოთ“.

»»»