სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
18 თებერვალი 2020 წელი
# ახალიდღებათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ახალი საგანმანათლებლო სივრცე გაიხსნა
აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მასპინძლობდა, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ ბატონ გიორგი კეკელიძეს და ქალაქ ბათუმის კერძო სკოლა ევრო-2000 მე-10 კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც გაეცნენ ახლად გახნილ ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმს, მუზეუმი მულტიფუნქციურია და მრავალ რარიტეტულ წიგნებს ინახავს. დღეს წიგნის მუზეუმში გამოფენილი იყო ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემები. საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ სტუმრებს წარმოუდგინა და პატარა ექსკურსი ჩაუტარა ვეფხისტყაონის უნიკალურ გამოცემებზე. ბიბლიოთეკაში ინახება ვეფხისტყაოსნის 107 გამოცემა. გადაცემაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ბათუმის კერძო სკოლა ევრო-2000 მოსწავლეებმა.

»»»

17 თებერვალი 2020 წელი
ხატვის შემსწავლელი უფასო წრე
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში იხსნება ხატვის შემსწავლელი უფასო წრე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ განცხადებაში.

»»»

16 თებერვალი 2020 წელი
პროექტი #ეკვილიბრიუმი
პროექტმა #ეკვილიბრიუმი, რომელსაც მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ხელმძღვანელობს, მთელი საქართველო მოიცვა. ბატონი გიორგი აჭარას ხშირად სტუმრობს და რათქმაუნდა არ ტოვებს აჭარის მაღალმთიან სოფლებს უყურადღებოდ.... დღეს, სალიბაურის 1 საჯარო სკოლას ვეწვიეთ და ბავშვები ახალი წიგნებით გავახარეთ. დიდი მადლობა #გალფს. დიდი მადლობა #მახინჯაურის 1 საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს და პროექტს #წიგნიავტორიმკითხველი.

»»»

5 თებერვალი 2020 წელი
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე
#WorldReadAloudDay #WRAD2020 #იკითხეხმამაღლა, #შეცვალემსოფლიო! აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, 2020 წლის 5 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლიტერატურული აქტივობები გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, პოეტები და მწერლები მიიღებენ. წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები საჯარო ბიბლიოთეკის ახალ საგანმანათლებლო სივრცესა და სხვადასხვა განყოფილებებში შემდეგი განრიგის მიხედვით გაიმართება: დღის სხვადასხვა მონაკვეთში, ბიბლიოთეკის აივნიდან სპეციალურად დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლებით, შესაძლებელი იქნება ჩვენი საამაყო პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებების აუდიო მოსმენა.

»»»

30 იანვარი 2020 წელი
ახალი პროექტი - „ქართული ანიმაციური ფილმების პოპულარიზაცია”
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება ახალ პროექტს იწყებს - „ქართული ანიმაციური ფილმების პოპულარიზაცია”. (პროექტის ავტორი: ეკატერინე დავითაძე). პროექტის მიზანია, აჭარის საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, კულტურული გარემოს შექმნა, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, არაფორმალური დიალოგისთვის პლატფორმის შექმნა და ქართული ანიმაციური ფილმების პოპულარიზაცია. პროექტის ამოცანაა, ინფორმაციულ ქაოსში პატარებს მაქსიმალურად ხარისხიანი ანიმაცია მივაწოდოთ, ამ შემთხვევაში კი, მეოცე საკუნეში, სტუდია “ქართული ფილმის” მიერ გადაღებული მულტფილმებს გავუწიოთ პოპულარიზაცია.

»»»