სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
2 მარტი 2020 წელი
ყურადღება !
საქართველოში ვირუსული ინფექციების შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში 2020 წლის 2 მარტიდან 16 მარტამდე დაგეგმილი ყველა ღონისძიება და აქტივობა გადადებულია.

»»»

18 თებერვალი 2020 წელი
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი
2020 წლის 18 თებერვალს გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და კერძო სკოლას შპს განათლებას შორის.

»»»

18 თებერვალი 2020 წელი
# ახალიდღებათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ახალი საგანმანათლებლო სივრცე გაიხსნა
აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მასპინძლობდა, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ ბატონ გიორგი კეკელიძეს და ქალაქ ბათუმის კერძო სკოლა ევრო-2000 მე-10 კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც გაეცნენ ახლად გახნილ ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმს, მუზეუმი მულტიფუნქციურია და მრავალ რარიტეტულ წიგნებს ინახავს. დღეს წიგნის მუზეუმში გამოფენილი იყო ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემები. საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ სტუმრებს წარმოუდგინა და პატარა ექსკურსი ჩაუტარა ვეფხისტყაონის უნიკალურ გამოცემებზე. ბიბლიოთეკაში ინახება ვეფხისტყაოსნის 107 გამოცემა. გადაცემაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ბათუმის კერძო სკოლა ევრო-2000 მოსწავლეებმა.

»»»

17 თებერვალი 2020 წელი
ხატვის შემსწავლელი უფასო წრე
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში იხსნება ხატვის შემსწავლელი უფასო წრე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ განცხადებაში.

»»»

16 თებერვალი 2020 წელი
პროექტი #ეკვილიბრიუმი
პროექტმა #ეკვილიბრიუმი, რომელსაც მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ხელმძღვანელობს, მთელი საქართველო მოიცვა. ბატონი გიორგი აჭარას ხშირად სტუმრობს და რათქმაუნდა არ ტოვებს აჭარის მაღალმთიან სოფლებს უყურადღებოდ.... დღეს, სალიბაურის 1 საჯარო სკოლას ვეწვიეთ და ბავშვები ახალი წიგნებით გავახარეთ. დიდი მადლობა #გალფს. დიდი მადლობა #მახინჯაურის 1 საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს და პროექტს #წიგნიავტორიმკითხველი.

»»»