სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
19 აგვისტო 2019 წელი
„საბიბლიოთეკო ტრენინგი“
2019 წლის 20 აგვისტოს, 12 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი, საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკართათვის ჩაატარებს ტრენინგს - „სიახლეები საბიბლიოთეკო საქმეში“.

»»»

19 აგვისტო 2019 წელი
ქართველი მწერლების გივი ჩიღვინაძისა და ლევან ლორიას ახალი წიგნების გამოფენა -გაყიდვა
მოგესალმებით ჩვენო ერთგულო მკითხველებო და მეგობრებო! ქალაქ ბათუმის ცენტრალურ პარკში, უკვე მესამე დღეა წარმატებით მიმდინარეობს არტ ფესტივალი "არგანი". აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მიერ, სპეციალურად ბათუმის ხელოვნების ფესტივალ „არგანში“ მონაწილეობისათვის მოწვეულია მწერალი ლევან ლორია, რომელიც წარმოადგენს საკუთარი წიგნის - „მე და დუდუ“ წარდგენას და კითხვას მკითხველებისათვის ამჯერად, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში. დღეს 19 აგვისტოს, 13 საათიდან 15 საათამდე თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ ბიბლიოთეკას, სადაც თანამედროვე ქართველი მწერლების გივი ჩიღვინაძისა და ლევან ლორიას ახალი წიგნების გამოფენა -გაყიდვაც გაიმართება.

»»»

16 აგვისტო 2019 წელი
ბიბლიოთეკას სტუმრად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ბატონი მირიან ხოსიტაშვილი ეწვია
2019 წლის 16 აგვისტოს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას სტუმრად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ბატონი მირიან ხოსიტაშვილი ეწვია. ბატონმა მირიანმა ჯერ პრესის და პერიოდიკის საცავი მოინახულა, სადაც პერიოდულ გამოცემათა დაკაბადონებაზე ვისაუბრეთ. ამის შემდეგ იგი ბიბლიოთეკის ძირითად საცავს ეწვია და რარიტეტული წიგნები დაათვალიერა. ძალიან მალე, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას, წიგნის მუზეუმის სივრცის შექმნაში მონაწილეობის მისაღებად და ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადასაჭრელად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან კვალიფიციური თანამშრომლები ეწვევიან.

»»»

13 აგვისტო 2019 წელი
განცხადება კონკურსის შესახებ!!!
2019 წლის 13 აგვისტოდან 13 სექტემბტრამდე ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილება (განყოფილების უფროსი ნაირა მენაფირე) აცხადებს კონკურსს საუკეთესო ესეს შექმნაზე- "ფიქრები ერთ წიგნზე"- მსოფლიო ახლაგაზრდობის დღის კვალდაკვალ. ....გამარჯვებულები (1,2,3,) დაჯილდოვდებიან წიგნებით, სიგელებით და 2020 წლის უფასო მკითხველის ბილეთებით. იჩაქრეთ, თქვენ გელოდებათ წიგნის სამყარო! მონაწილეობის მიღება შეუძლია ბიბლიოთეკის ყველა მკითხველს.

»»»

5 აგვისტო 2019 წელი
ბაქოს საზაფხულო სკოლის მოსწავლეები სტუმრად ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში
ბაქოს საზაფხულო სკოლის მოსწავლეები სტუმრად ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში.

»»»