სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
18 ივლისი 2019 წელი
ვემზადებით ახალი საგანმანათლებლო სივრცის შექმნისათვის!
ვემზადებით ახალი საგანმანათლებლო სივრცის შექმნისათვის! ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა 2019 წლის 10 ივლისიდან იწყებს მარკების, ხელნაწერების, ძველი ფოტოების შეგროვებას ბიბლიოთეკის წიგნისა და მარკების მუზეუმისათვის! შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც აღრიცხავს და მოამზადებს მასალებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისათვის. შესაძლებელია ცნობილი ადამიანების პირადი ნივთების(მცირე ზომის)მოტანაც. იაქტიურეთ.... გარწმუნებთ, მალე ბიბლიოთეკის ახალშექმნილი მუზეუმი ყველასათვის საინტერესო და განსაკუთრებული ადგილი გახდება.... გთხოვთ გააზიაროთ ეს განცხადებაც!!! გელოდებით.....ერთად შევქნათ ეს მუზეუმიგადახედეთ წინაპართა აჩრდილებს!!! დამატებითი ცნობებისათვის დარეკეთ ტელეფონზე-273574,273572.

»»»

17 ივლისი 2019 წელი
'Bully-Free Zone' ამერიკული კუთხის ხუთდღიანი საზაფხულო სკოლა
'Bully-Free Zone' ამერიკული კუთხის ხუთდღიანი საზაფხულო სკოლაა, რომლის ფარგლებშიც ჩვენი მოსწავლეები სასკოლო გარემოში ბულინგთან ბრძოლის გზებს სწავლობენ, იზიარებენ საკუთარ წილ პასუხისმგებლობასა და ზრუნავენ ჯანსაღი და უსაფრთხო სასკოლო მოდელის შექმნაზე.

»»»

2 ივლისი 2019 წელი
«64 მუნიციპალიტეტს შორის ბათუმი გამარჯვებულია».
2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი დასახელდა. დღეს სასტუმრო „რუმსში“ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მომზადებული მუნიციპალიტეტების 2019 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია და გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეტების დააჯილდოება გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს. მისი მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა, კორუფციის რისკების შემცირება და მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით ბათუმი მე-15 ადგილს იკავებდა. პროექტი ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.

»»»

29 ივნისი 2019 წელი
დიდი თონეთი, დათია და ვაჟაობა
2019 წლის 29 და 30 ივნისი მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემისათვის . ახალი ბიბლიოთეკის გახსნით თონეთში კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო კერა შეგვემატა, სადაც პროექტით #წიგნიავტორიმკითხველი საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ 190 ეგზემპლიარი წიგნი, თანხით 697ლარი და 77 თეთრი გადასცა თონეთის ბიბლიოთეკას საჩუქრად. 29 ივნისს, სოფელ დიდ თონეთში კულტურული ღონისძიება - „ვაჟაობა“ გაიმართა, რომელიც უკავშირდება 1886-1888 წლებში დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის - ვაჟა ფშაველას პედაგოგიურ მოღვაწეობას თონეთში. ღონისძიების ფარგლებში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ვაჟა-ფშაველას სახელობის

»»»

27 ივნისი 2019 წელი
გულნარა მიქანაძე-სვანიძის მინიატურული თოჯინების გამოფენა
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ეზოში, 2019 წლის 27 ივნისს, 18 საათზე, გაიმართება გულნარა მიქანაძე-სვანიძის მინიატურული თოჯინების გამოფენა დასწრება თავისუფალია.

»»»