სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
10 დეკემბერი 2018 წელი
საახალწლო საჩუქარი მკითხველებს!
საახალწლო საჩუქარი მკითხველებს! 2018 წლის, 10 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა.

»»»

7 დეკემბერი 2018 წელი
ძვირფასო ბათუმელებო!
ძვირფასო ბათუმელებო! სასიამოვნო საახალწლო მოგონებად დაგრჩებათ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ფოიეში „ბიბლიოთეკის ქუჩაზე“ გადაღებული ფოტოები. მობრძანდება ახალი წელი... მოაქვს ოცნებების ასრულების დრო.......მაგრამ, მაინც ყველა ოჯახს უნდა შეინახოს ის მშვენიერი წამი, რომელიც დღეს ფოტოდ იქცევა და ხვალ კი სამუდამოდ, საოჯახო ფოტო-ალბომის რელიქვიად გადაიქცევა..... ამიტომაც, ჩემო ძვირფასო თანაქალაქელებო, ნუ დახარჯავთ ფულს ძვირადღირებულ ფოტო სალონებში სახახალწლო ფოტოების გადასაღებად, მობრძანდით ჩვენთან და სრულიად უსასყიდლოდ გადაიღეთ ფოტოები ბიბლიოთეკაში,(ვაჟა -ფშაველას 21) სადაც ბათუმის ქუჩებს , ცოცხალ ნაძვებს, ლამპიონებს ბიბლიოთეკის ფოიეში დაუდიათ ბინა და წიგნებთან ერთად გელოდებიან, რათა დაუვიწყარი საათები გაჩუქონ! მობრძანდით.... გელით!

»»»

5 დეკემბერი 2018 წელი
თამთა ჭყონიას პრეზენტაცია საბიბლიოთეკო საკითხებზე
ფონდების დაკომპლექტების და კატალოგების ორგანიზების განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი თამთა ჭყონია 2018 წლის 22 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექციის ხელშეწყობითა და დაფინანსებით, მივლინებული გახლდათ ქალაქ თბილისში, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ ჩატარებულ

»»»

5 დეკემბერი 2018 წელი
პროექტი #წიგნიავტორიმკითხველი
პროექტი #წიგნიავტორიმკითხველი (პროექტის ავტორი ი. გოგიბერიძე) თავისი საქმიანობით მთელ საქართველოს ახარებს და რა გასაკვირია, რომ ერთ წვიმიან დღეს, ბათუმელებიც გაეხარებინა. ამიტომაც, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარები ქალაქის ქუჩებში დადიოდნენ და ეძებდნენ ადამიანებს, ვისაც წიგნი და ლიტერატურა უყვართ, ჩუქნიდნენ მათ დიდი პოეტების და მწერლების წიგნებს და ეპატიჟებოდნენ იმ სამყაროში, რომელშიც ერთხელ, რომ შეაბიჯებ, გამოსვლა აღარ მოგინდება.

»»»

3 დეკემბერი 2018 წელი
დღის სტუმარი
პოეტი, მეცნიერი და უბრალოდ, ძალიან საყვარელი ქალბატონი ცირა ბარბაქაძე სტუმრად ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში. ბათუმში და ჩვენს გულებში მზეა!!!

»»»