სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
4 იანვარი 2019 წელი
ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ეზო კეთილმოეწყო
ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ეზო კეთილმოეწყო, კედლები „3 -დ“ ფორმატის ნახატებით მოიხატა. საჯარო ბიბლიოთეკის კოლექტივი უღრმეს მადლობას უხდის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომისათვის. იყავით მუდამ ჩვენთან ერთად, რადგან ეს ეზო ელოდება უამრავ ახალ მკითხველს თავისუფალ გარემოში, საინტერესო ღონისძიებებს, აქტივობებს, პლენერებს, კამერულ მშვიდ საღამოებს.

»»»

26 დეკემბერი 2018 წელი
ბიბლიოთეკის კედლები მწერლებისა და პოეტების ფოტოებითა და გამონათქვამებით მშვენდება!
ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ლიტერატურულ მემკვიდრეობას იცავს და ინახავს, მისი კედლები კი ჩვენი სასიქადულო მწერლებისა და პოეტების ფოტოებითა და გამონათქვამებით მშვენდება!

»»»

23 დეკემბერი 2018 წელი
ჩანაწერები ინგას უბნიდან -ახალი კრებულის წარდგენა
2018 წლის 23 დეკემბერს,16 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდება ლიტერატურული კრებულების „ჩანაწერები ინგას უბნიდან“ ავტორების საიუბილეო შეხვედრა და მორიგი კრებულის „სიყვარულის ოდა“ წარდგენა. დასწრება თავისუფალია.

»»»

17 დეკემბერი 2018 წელი
ვემზადებით ხულოს რაიონის სოფელ "თაგოს" სკოლის მოსწავლეებთან შესახვედრად
მადლობა ქალაქ ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის სპეც. მასწავლებელს ქალბატონ ლალი ჯაფარიძეს ტკბილეულისა და წიგნებისათვის!!!! ვემზადებით ხულოს რაიონის ყველაზე მაღალი სოფლის "თაგოს" სკოლის მოსწავლეებთან შესახვედრად...........#სიკეთეგადამდებია #გელოდებით.........ძალიან საინტერესო შეხვედრა გველოდება....

»»»

16 დეკემბერი 2018 წელი
საქმიანი სამუშაო კვირის საქმიანი შაბათ-კვირა!
საქმიანი სამუშაო კვირის საქმიანი შაბათ-კვირა! თუ ხარ შემოქმედებითი ინდუსტრიებით დაინტერესებული და გაქვს შემოქმედებითი სივრცის განვითარების იდეა, მაშინ ბათუმის საინკუბაციო პროგრამა შენთვისაა!-ასე აანონსებდა შემოქმედებითი საქართველო და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იმ ტრენინგს, რომელიც 15 და 16 დეკემბერს მიმდინარეობს ბათუმში. (პარტნიორი: გოეთეს ინსტიტუტი.) ძალიან საინტერსო,მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ინფორმირებულობის ზრდას, როგორც შემოქმედებითი სივრცეების შექმნის პოტენციურ სარგებელზე, ისე მათი შექმნის სხვადასხვა მოდელსა და მექანიზმზე, სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის ჩართულობის ფორმებზე. მნიშვნელოვანია რომ შემოქმედებითი სივრცეების პოტენციური დადებითი შედეგების შესახებ კარგად იყვნენ ინფორმირებულნი - ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტის,

»»»