სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
15 დეკემბერი 2018 წელი
ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები ეწვივნენ
დღეს ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები ეწვივნენ. უშუალო, თბილი და საქმიანი შეხვედრა წარმატებული შედეგით დასრულდა და

»»»

13 დეკემბერი 2018 წელი
პროექტის „წიგნი ავტორი მკითხველი“
ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები და პროექტის „წიგნი ავტორი მკითხველი“ ორგანიზატორი ინგა გოგიბერიძე აჭარის მაღალმთიანი სოფლებისათვის აგროვებენ წიგნებს... გთხოვთ შემოგვიერთდეთ და მოიტანოთ წიგნები ბიბლიოთეკაში(ვაჟა-ფშაველას 21). ამჯერად თქვენი სიკეთე ძალიან მაღალ სოფელს, თაგოს წვერს (ხულოს რაიონი) მიაღწევს და ახალი წლის საჩუქარი იქნება ბავშვებისათვის. შემოგვიერთდით!

»»»

11 დეკემბერი 2018 წელი
დღის სტუმარი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრეს-ატაშეს თანაშემწე, ერინ მაი ჯარეტი, იმყოფებოდა სტუმრად ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში. ერინ მაი ჯარეტი ა.შ.შ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომელია, რომლის უშუალო დაქვემდებარებშია ამერიკული კუთხეები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქალბატონ ერინ მაი ჯარეტს და ამერიკული კუთხეების კოორდინატორს საქართველოში ქალბატონ ქეთი ასათაშვილს საინტერესო და

»»»

10 დეკემბერი 2018 წელი
საახალწლო საჩუქარი მკითხველებს!
საახალწლო საჩუქარი მკითხველებს! 2018 წლის, 10 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაწევრიანება უფასოა.

»»»

7 დეკემბერი 2018 წელი
ძვირფასო ბათუმელებო!
ძვირფასო ბათუმელებო! სასიამოვნო საახალწლო მოგონებად დაგრჩებათ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ფოიეში „ბიბლიოთეკის ქუჩაზე“ გადაღებული ფოტოები. მობრძანდება ახალი წელი... მოაქვს ოცნებების ასრულების დრო.......მაგრამ, მაინც ყველა ოჯახს უნდა შეინახოს ის მშვენიერი წამი, რომელიც დღეს ფოტოდ იქცევა და ხვალ კი სამუდამოდ, საოჯახო ფოტო-ალბომის რელიქვიად გადაიქცევა..... ამიტომაც, ჩემო ძვირფასო თანაქალაქელებო, ნუ დახარჯავთ ფულს ძვირადღირებულ ფოტო სალონებში სახახალწლო ფოტოების გადასაღებად, მობრძანდით ჩვენთან და სრულიად უსასყიდლოდ გადაიღეთ ფოტოები ბიბლიოთეკაში,(ვაჟა -ფშაველას 21) სადაც ბათუმის ქუჩებს , ცოცხალ ნაძვებს, ლამპიონებს ბიბლიოთეკის ფოიეში დაუდიათ ბინა და წიგნებთან ერთად გელოდებიან, რათა დაუვიწყარი საათები გაჩუქონ! მობრძანდით.... გელით!

»»»