5 ნოემბერი 2025 წელი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების წიგნადი ფონდი გაახლდა
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების წიგნადი ფონდი გაახლდა
ახალი წიგნებს საბიბლიოთეკო წესით დამუშავდა და ფონდებში გადანაწილდა.
ბავშვთა დარბაზში მოსულ პატარა მკითხველებს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორების ახალი ზღაპრები, მოთხრობები, ლექსები და გასაფერადებელი წიგნები დახვდებათ.
განახლებული წიგნადი ფონდით სარგებლობა ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის ხელმისაწვდომია.
ჩვენი მისამართია: ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა #72
»»»
|
|
|
27 ოქტომბერი 2025 წელი
წიგნის წარდგენა
წიგნის წარდგენა
2025 წლის 29 ოქტომბერს, 18:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა
გიწვევთ სოფო ანთაძის წიგნის „საით მიდიან ციცინათელები. კაკუნი კარზე“ წარდგენაზე.
»»»
|
|
|
21 ოქტომბერი 2025 წელი
შეხვედრა ახალგაზრდა ავტორთან — დავით ჭყონიასთან
შეხვედრა ახალგაზრდა ავტორთან — დავით ჭყონიასთან
2025 წლის 23 ოქტომბერს, 15:00 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა გიწვევთ საინტერესო შეხვედრაზე ახალგაზრდა მწერალთან დავით ჭყონიასთან.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის წიგნი „სხვადასხვა ხედვა“, რომელიც ერთდროულად ახლის ძიების და შემოქმედებითი გამბედაობის ნიმუშია.
მისამართი: აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა
დასწრება თავისუფალია
გვეწვიეთ და გაიცანით ახალგაზრდა ავტორი, რომლის ხედვებიც განსხვავებულია!
»»»
|
|
|
20 აგვისტო 2025 წელი
ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები“ აჭარაში
ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები“ აჭარაში
ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები“ აჭარაში
ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას ზემო აჭარიდან იწყებს.
20–22 აგვისტოს „ცოცხალი წიგნების“ პირველი ჯგუფი ოთხი თანამედროვე ავტორის მონაწილეობით - ბადრი სულაძე, ნინა სამხარაძე, გიორგი გულუა და მარიამ კანკია - აჭარის რეგიონს ეწვევა და ადგილობრივ მკითხველს შეხვდება.
ტურის განრიგი:
• 20 აგვისტო – შუახევი - სახელოვნებო სკოლა - 16:00 სთ.
• 21 აგვისტო – ქედა - გეგელიძეების
»»»
|
|
|
23 ივნისი 2025 წელი
შეხვედრა პოეტ ზაურ გერგედასთან
შეხვედრა პოეტ ზაურ გერგედასთან
პოეზიის მოყვარულებო!
გეპატიჟებით შეხვედრაზე პოეტ ზაურ გერგედასთან.
- 27 ივნისი
- 16:00 საათი
- ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა
წარმოიდგინეთ პოეზია, როგორც დიალოგი — სიჩუმესა და სიტყვას შორის.
შეხვედრაზე მოგვეცემა შესაძლებლობა, ერთად შევეხოთ ზაურ გერგედას შემოქმედებას, განვიხილოთ პოეზიის როლი ჩვენს დროში და ვიმოგზაუროთ სიტყვებით შექმნილ სამყაროში.
- კითხვა-პასუხი
- წიგნების განხილვა
- თბილი ატმოსფერო
»»»
|
|
|